სოლომონის კუნძულებზე დემონსტრაციის შემდეგ სამი დამწვარი ცხედარი იპოვეს

სამი დამწვარი ცხედარი იპოვეს ერთ-ერთ შენობაში სოლომონის კუნძულებზე, ჩაინათაუნში. დედაქალაქ ჰონიარაში მიმდინარე სამდღიანი ძალადობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ 100-მდე ადამიანია დაკავებული. 

"პოლიცია იძიებს ვინ არიან გარდაცვლილები და რა შეიძლება ყოფილიყო მათი სიკვდილის მიზეზი. ამ დროისთვის ჰონიარაში დაძაბულობა იგრძნობა, თუმცა ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ მდგომარეობას", - განაცხადა სოლომონის კუნძულების პოლიციის წარმომადგენელმა. 

სამი დღის განმავლობაში დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ მენასესოგავარეს გადადგომას ითხოვდნენ. მათ გადაწვეს მაღაზიები და მცირე ბიზნესის ტერიტორიები. დემონსტრაცია სამხედრო ძალებმა დაშალა.