თითქმის 30 წლის შემდეგ აშშ-მ სომალიში საელჩო გახსნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სომალის დედაქალაქ მოგადიშოში საელჩო გახსნა.

„ეს მნიშვნელოვანი, ისტორიული დღე არის, რომელიც სომალის მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს ასახავს“, - განაცხადა გახსნის ცერემონიაზე სომალიში აშშ-ს ელჩმა, დონალდ იამამოტომ.

სომალიში აშშ-ს საელჩო 1991 წელს დაიხურა. აფრიკულ ქვეყანაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, რომელიც ბოლომდე დასრულებული დღესაც არ არის.