სომალიში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ტერაქტს, რომელიც 28 დეკემბერს მოხდა, სულ მცირე 84 ადამიანის ემსხვერპლა. დღეს მაშველებმა კიდევ ხუთი ცხედარი აღმოაჩინეს.

ქვეყნის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, ისმაილ მუჰთარ ომარის თქმით, 24 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. 

აფეთქება პიკის საათში, ერთ-ერთ ბლოკპოსტზე მოხდა. ტერაქტის შედეგად, 100-მდე ადამიანი დაზარალდა. ადგილობრივების თქმით, დაღუპულთა უმრავლესობა სტუდენტია. 

პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია, თუმცა ამ ადგილას, ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ალ-შაბააბის მიერ მოწყობილი ტერაქტები ხშირი მოვლენაა.

ისლამისტურმა შეიარაღებულმა დაჯგუფება ალ-შაბააბმა, 10 წლის წინ ამბოხების მოწყობა სცადა. თუმცა, ისინი 2011 წელს სომალის დედაქალაქიდან გააძევეს. მიუხედავად ამისა, მათ ქვეყნის ტერიოტორიის ნაწილზე კონტროლის დამყარება მაინც შეძლეს.