სომალიში ავტობუსის აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა

სომალიში ავტობუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე ექვი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Garowe Online პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მიკროავტობუსის აფეთქება გზისპირას დადებულმა ბომბმა გამოიწვია. შემთხვევა სოფელ ჰავა აბდიში, სომალის დედაქალაქ მოგადიშუს ჩრდილო-დასავლეთით 20 კილომეტრში მოხდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა და კიდევ რამდენიმე დაშავდა.