სომალიში გვალვის გამო ჰუმანიტარული საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

სომალის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ ჰუსეინ რობლემ გვალვის გამო ჰუმანიტარული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

"მე ახლახან ჰუმანიტარული საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადე“, - განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

მან ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, კოორდინირებული ნაბიჯები გადადგას, რათა სომალი გვალვის შედეგებს გაუმკლავდეს.