სომალიში პრეზიდენტის რეზიდენციასთან ტერორისტულ აქტს რვა ადამიანი ემსხვერპლა

სულ ცოტა რვა ადამიანი დაიღუპა ტერორისტული აქტის დროს სომალის ქალაქ მოგადიშუში. პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარედ ულტრაკონსერვატიულმა ჯიჰადისტების ჯგუფმა ალ-შებაბმა ავტომობილი ააფეთქა. 

ადგილობრივმა პოლიციამ ოფიციალურ განცხადებაში თქვა, რომ 8 დაღუპულთან ერთად 7 მოქალაქე დაიჭრა. 

"ამ ტერიტორიაზე გადასასვლელი პუნქტია, სადაც მანქანებს პოლიცია ამოწმებს. ეს კონკრეტული ავტომობილი დაცვის წარმომადგენლებმა შეაჩერეს. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც მისი შემოწმება მიმდინარეობდა", - თქვა თვითმხილველმა. 

ალ-ქაედასთან აფილირებული დაჯგუფება ალ შებაბიმოგადიშუს 2011 წლამდე მართავდა მანამ, სანამ გაერთიანებული აფრიკის ჯარებმა ქალაქზე კონტროლი არ აიღეს.