სომალიში თავდასხმას 3 სამხედრო ემსხვერპლა

სომალის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე სამხედრო ბაზაზე ექსტრემისტული დაჯგუფება "ალ-შაბააბის" თავდასხმას 3 ჯარისკაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სომალის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

სომალის ჯარის წარმომადგენლის განცხადებით, შეიარაღებულმა ძალებმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შედეგად 6 ტერორისტი ლიკვიდირებული იყო.