სომალიში ტერაქტი მოხდა, არის მსხვერპლი

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, სამი ადამიანი დაიღუპა.

ტერაქტის სამიზნე გარასბალეის რაიონის ხელისუფლების წარმომადგენლის, ალი ჟარერეს ლიკვიდირება იყო. ჟარერე და მასთან ერთად ორი თანმხლები პირი ტერაქტის დროს გარდაიცვალნენ. შემთხვევის ადგილზე პოლიციის რაზმები გაგზავნეს.

სომალის ხელისუფლებას თავდასხმის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ორგანიზაციას არ აუღია.