სომალიში ტერაქტს 15 ადამიანი ემსხვერპლა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქება დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში, სამხედრო საწვრთნელი ბანაკთან ახლოს, საკონტროლი-გამშვებ პუნქტზე მოხდა.

ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მსხვერპლის რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.