სომალიში ტერაქტს 47 სამხედრო ემსხვერპლა

სომალიში შეიარაღებული ძალების ორ ბაზას ტერორისტული დაჯგუფება "ალ-შაბაბის" წევრები თავს დაესხნენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters- წერს. 

თავდასხმები ქალაქ ბარირისა და ავდიგლის მიდამოებში განხორციელდა. 

ამავე დროს, ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოგადიშოსთან მდებარე  ბაზაზე თავდასხმის შედეგად 47 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

"ალ-შაბაბი" სომალში  2004 წელს დაარსდა. 2008 წლიდან მისი წევრები პერიოდულად ახორციელებენ ტერორისტულ აქტებს. 2010 წლისთვის დაჯგუფება  უზარმაზარ ტერიტორიებს აკონტროლებდა, მაგრამ 2011 წლის ზაფხულში ტერორისტები იძულებულები გახდნენ დედაქალაქი დაეტოვებინათ.