სომალიში ტერორისტულ აქტს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სომალიში, აფეთქების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ამის შესახეებ საინფორმაციო სააგენტო Xinhua იტყობინება. 

ინციდენტი დედაქალაქ მოგადიშუში მოხდა, დაახლოებით 17:00 საათზე. სასტუმრო Afrik-ის მახლობლად ავტომობილი აფეთქდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ სასტუმროში ტერორისტული დაჯგუფების ალ-შაბაბის  წევრები შეიჭრნენ და სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნეს. 

როგორც სააგენტო იტყობინება, ტერორისტულმა დაჯგუფებამ აფეთქება საკუთარ თავზე აიღო და განაცხადა, რომ თავდასხმა მიზნად ისახავდა რამდენიმე ჩინოვნიკის მკვლელობას, რომლებიც სასტუმროში შეხვედრას მართავდნენ.