სომალიში ციკლონ "გატის" გამო ათასობით ადამიანი ევაკუირებულია

სომალიში ციკლონ "გატის" გამო ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი მიეტოვებინა. ამის შესახებ გაერო-ზე დაყრდნობით ВВС Africa იუწყება.

ციკლონის შედეგად სომალის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობების შედეგად გზები ჩაიხერგა, რამაც სამაშველო ოპერაცია გაართულა.

გაერო-ს ცნობით, ციკლონ "გატის" შედეგად ჯამში 180 ადამიანი დაზარალდა. 42 ათასი ევაკუირებული იყო.

დაზარალებულ რაიონებს ელექტროენერგია არ მიეწოდება. პრობლემები აქვს მობილურ კავშირს.