სომალიში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა

სომალის დედაქალაქში, მოგადიშოში პორტის მახლობლად, თვითმკვლელმა ტერორისტმა მანქანაში თავი აიფეთქა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავდა 5 ადამიანი. 

პორტის თანამშრომლის განცხადებით, აფეთქებისას ნამსხვრევები პორტის ტერიტორიაზე მიმოიფანტა. შემთხვევის ადგილზე ქვეყნის უსაფრთხოების ძალები იქნა მობილიზებული.

მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლება "ალ შაბაბის" ტერორისტულ დაჯგუფებას აკისრებს. 

შეგახსენებთ, 2008 წლიდან ისლამისტური დაჯგუფება "ალ შაბაბი", ძალაუფლების მოპოვების მიზნით, ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის.