სომეხი ჯარისკაცი: სომეხ სამხედროებს წვრთნებს ქურთები უტარებენ - VIDEO

სომხეთის შეიარაღებული ძალების რიგებში ქურთი დაქირავებული მებრძოლები იბრძვიან და სომეხ სამხედროებს წვრთნებს უტარებენ, - ეს, აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების დროს ტყვედ აყვანილმა ერთ-ერთმა სომეხმა ჯარისკაცმა აღიარა.

მისი თქმით, ტანკსაწინააღმდეგო ოცეულში 1 500 ადამიანი მსახურობდა, მათ შორის ქურთი წარმომავლობის დაქირავებული მებრძოლები.

"დაქირავებულები მებრძოლები ყოველთვიურად 600 დოლარს იღებდნენ და ისინი მხოლოდ საკუთარ ენაზე საუბრობდნენ. დაქირავებულები, რომლებიც 10-15-კაციან ნაწილებს შეადგენდნენ, ადგილობრივი პირობებს სწავლობდნენ და ბრძოლისთვის ემზადებოდნენ”, - განაცხადა მან.