სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები 23 სექტემბერს აშშ-ში შეხვდებიან

23 სექტემბერს აშშ-ში სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ზოჰრაბ მნაცაკანიანი და ელმარ მამედიაროვი მოლაპარაკებებს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შუამავლობით და მონაწილეობით გამართავენ.

შეხვედრის მთავარი თემა ყარაბაღის კონფლიქტი და მისი დარეგულირება იქნება.

ელმარ მამედიაროვი და მნაცაკანიანი და ზოჰრაბ მნაცაკანიანი გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიას ესწრებიან.