სომხეთი იძულებულია, თურქული საქონელი ირანულით შეცვალოს

ირანის ისლამური რესპუბლიკის ვაჭრობის ხელშეწყობის ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სომხეთმა 2 250 დასახელების თურქული საქონელი ირანულით შეცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Mehr ავრცელებს.

"თურქეთის სანქციებთან დაკავშირებით სომხეთი იმ ქვეყნიდან შემოტანილი 2 250 საქონლის ირანულით შეცვლას გეგმავს", - განაცხადა მაღალჩინოსანმა.

მისი თქმით, ეს ირანული მწარმოებლებისთვის შესაძლებლობას წარმოადგენს.

ის აღნიშნავს, რომ სომხეთისთვის შემდეგი ნაბიჯი ირანიდან აუცილებელი ნედლეულის მიწოდება გახდება.