სომხეთი სამშვიდობო პროცესების ტორპედირებას ახდენს - ბაირამოვი

”აზერბაიჯანი მკაცრად იცავს და ასრულებს მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს. აზერბაიჯანმა მრავალი ცალმხრივი ნაბიჯი გადადგა, კერძოდ, ჰუმანიტარული ტვირთის აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით გადატანა. აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობით, ჩატარდა  და სომხურ მხარეს გადაეცა დაახლოებით 2 600 ცხედარი”, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ  რუსეთ-თურქეთის მონიტორინგის ცენტრის ერთობლივ საქმიანობას დიდ პატივს სცემს.

ჯეიჰუნ ბაირამოვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სომხური მხარე სამშვიდობო პროცესების ტორპედირებას განაგრძობს.

"მათი პოზიცია რეგიონში სიტუაციის ნორმალიზებას არ ემსახურება. მიღწეული შეთანხმებების უხეში დარღვევის ფაქტს წარმოადგენს 2020 წლის ბოლოს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომეხი სამხედროების შესვლა, რასაც აზერბაიჯანელი სამხედროები და მშვიდობიანი მოსახლეები ემსხვერპლნენ. სომხეთი განაგრძობს სამხედრო დანაშაულებებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე", - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სომხური მხარე დღემდე არ აწვდის აზერბაიჯანს გათავისუფლებული მიწების დანაღმული ტერიტორიების რუკებს.