სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხემძღვანელი არგიშთ კარამიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაცია, პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

"პრემიერ-მინისტრის წინადადების საფუძველზე, არმენ სარქისიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ"- ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტმა გათავისუფლების მიზეზის შესახებ კომენტარი არ გააკეთა.

სარქისიანმა უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე მიქაელ ამბარცუმიანი დანიშნა.