სომხეთის პარლამენტის კიდევ ორ დეპუტატს COVID-19 დაუდასტურდა

სომხეთის პარლამენტის კიდევ ორ დეპუტატს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულია მმართველი პარტია "ჩემი ნაბიჯის" წევრი ვიქტორ ეგნიბარიანი და ამავე ფრაქციის წევრი ქრისტინე პოღოსიანი.

23 ივნისს ცნობილი გახდა, რომ COVID-19 ოპოზიციური ფრაქცია "აყვავებული სომხეთის" წევრს, ვაგე ენფიაჯანს დაუდასტურდა. ის პირველი პარლამენტარი გახდა, ვინც ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა.

სომხეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 711 ადამიანი დაინფიცირდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 21 717-ს მიაღწია. კორონავირუსით სულ 386 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 14 გასული დღე-ღამის განმავლობაში. 130 ინფიცირებული კი, სხვა მიზეზებით გარდაიცვალა, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო მათ კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკაში არ აღრიცხავს. 10 797 პაციენტი გამოჯანმრთელდა.