სომხეთის პარლამენტმა ახალი მთავრობის პროგრამა დაამტკიცა

სომხეთის პარლამენტმა 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად ფორმირებული ახალი მთავრობის პროგრამა დაამტკიცა. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს.

კენჭისყრის შედეგად ეროვნულმა ასამბლეამ სომხეთის მთავრობის 2021-2026 წლების სამოქმედო გეგმას მხარი დაუჭირა.

სააგენტოს ცნობით, პროგრამას ხმა 70-მა დეპუტატმა მისცა.

მთავრობის ახალ პროგრამაში პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გუნდმა ხაზი გაუსვა რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას, ასევე თანამშრომლობას ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში.