სომხეთის პრემიერი: მოქალაქეები ჯანმრთელობას უდიერად ეპყრობიან

სომხეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 665 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი წერს.

17 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 18 033 აღწევდა. ამგვარად, ამ დროის მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 18 698-ით გაიზარდა.

"ადამიანები პირბადეების ტარების მასობრივ ბოიკოტს აგრძელებენ. რას ვაკეთებთ არასწორად, რომ ჩვენი ძვირფასი მოქალაქეები აგრძელებენ სხვისი და საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ უდიერ მოპყრობას", - წერს პრემიერი.

ფაშინიანი სვამს კითხვას - უნდა გადავიდეს თუ არა მთავრობა, რომელიც მოქალაქესთან დიალოგის გზითაა ფორმირებული, ძალდატანების ენაზე, რათა აიძულოს ადამიანს, უფრო ფრთხილად მოეპყრას საკუთარ ძვირფას ჯანმრთელობას.