სომხეთის პრემიერი საქართველოს ეწვევა

8 სექტემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ მან ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ფაშინიანის თქმით, ქართველი კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილი ომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებით არის დაინტერესებული. 

"არ შემიძლია არ მახსოვდეს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის პირადი წვლილი, 12 ივნისს ჩვენი პატიმრების დაბრუნების ორგანიზებაში“, – განაცხადა ფაშინიანმა.