სომხეთის პრემიერი თანამდებობიდან გადადგა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანი, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზნით, თანამდებობიდან გადადგა.

”20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზნით, დღეს თანამდებობას ვტოვებ. ამ დროის განმავლობაში, კანონმდებლობითა და კონსტიტუციით გათვალისწინებული სრული დატვირთვით სომხეთის პრემიერ-მინისტრის ფუნქციების შესრულებას გავაგრძელებ", - განაცხადა პაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა მიმდინარე წლის მარტის მიწურულს პირობა დადო, რომ თანამდებობას აპრილში დატოვებდა იმისათვის, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარებულიყო.

 სომხეთის კანონმდებლობით კი ვადამდელ არჩევნებამდე პრემიერი უნდა გადადგეს და ახალი პრემიერის არჩევა პარლამენტმა ზედიზედ ორჯერ ვერ უნდა შეძლოს.