სომხეთის პრეზიდენტმა ოპოზიციასთან შეხვედრა მოითხოვა

ოპოზიციური პარტიის "მოძრაობა სამშობლო გადასარჩენად" სპიკერმა, იშხან საღათელიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა 7 მარტს ოპოზიციასთან შეხვედრა მოითხოვა.

”შეგვატყობინეს, რომ პრეზიდენტმა მოძრაობის ლიდერებთან მორიგი შეხვედრა მოითხოვა”, - აცხადებს საღათელიანი.

ცნობისთვის, დღეს ერევანში, პარლამენტის შენობასთან, ოპოზიციის მიტინგი მიმდინარეობს, რომელსაც დაახლოებით 2 ათასი ადამიანი ესწრება. აქციის მონაწილეების მოთხოვნას პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა წარმოადგენს.