სომხეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანი-საქართველოს ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა

სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ქალაქ განჯაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანი-საქართველოს ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების სამიზნეს მინგეჩაურის წყალსაცავი წარმოადგენდა, თუმცა რაკეტები ჰაერშივე განადგურდა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამუხ–გარდაბნის საერთაშორისო მნიშვნელობის 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი.

კომპანი „აზერენერჯის" განცხადებით, ამ დროისათვის, დაზიანება უკვე აღმოიფხვრა.