სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანელ ჯარისკაცების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მყოფი აზერბაიჯანელი ჯარისკაცების პოზიციებს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. 

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ინციდენტი ქელბაჯარის რაიონში მოხდა.

ბაქოს ცნობით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.