სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოღუზ-გაბალა-ბაქოს წყალსადენი დაბომბეს - PHOTO

სომხეთის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანის დასახლებულ პუნქტებსა და სტრატეგიულ ობიექტებს ბომბავენ, - განცხადებას აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბალისტიკური რაკეტები "Scud" გაბალას, ქურდამირის და სიაზანის რაიონებს ესროლეს, რომლებიც ფრონტიდან 150 კმ-ზე მეტ მანძილზე მდებარეობს

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი.

გარდა ამისა, სომხეთის შეიარაღებულ ძალებმა ოღუზ-გაბალა-ბაქოს წყალსადენი დაბომბეს, რომელსაც ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. რაკეტა აზერბაიჯანის საჰაერო თავდაცვის მიერ განეიტრალებული.