სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტერტერში კიდევ ერთ სამოქალაქო ობიექტზე ჭურვი ჩამოაგდეს - PHOTO

სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ტერტერის მიმართულებით საარტილერიო სროლას აგრძელებენ, - ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას რაიონის მოსახლეობამ განუცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 სექტემბერს, დაახლოებით 11:00 სომხური მხარის მიერ ნასროლი ტერტერის რაიონის სოფელ დუიარლიში ერთ-ერთი ჭურვი ტანსაცმლის მაღაზიას დაეცა, რომელიც ადგილობრივ ემინ აჰმედოვს ეკუთვნის.