სომხეთის თავდაცვის მინისტრად არშაკ კარაპეტიანი დაინიშნა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოსტზე არშაკ კარაპეტიანი დანიშნა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პრეზიდენტს კარაპეტიანის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა წარუდგინა.

მანამდე სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნა.

დღეს სომხეთის ახალი მოწვევის პარლამენტმა პირველი სხდომა გამართა.

არჩევნებში გამარჯვებულ მმართველ პარტიას "სამოქალაქო შეთანხმება" აბსოლუტური უმრავლესობა აქვს. ფაშინიანის პარტიას 71 დეპუტატი წარმოადგენს. რობერტ ქოჩარიანის ნაციონალისტურმა ბლოკმა "სომხეთი" 29 ადგილი მიიღო, ხოლო სერჟ სარქისიანის ბლოკს "მაქვს პატივი" 7 მანდატი აქვს.