სომხეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღი ცნობილია

სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარქსიანის განკარგულების თანახმად, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება. 

მანამდე სომხეთის პარლამენტმა მეორე მცდელობით ვერ აირჩია პრემიერ-მინისტრი, რაც სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, ავტომატურად პარლამენტის დათხოვნას ითვალისწინებს. 

ამრიგად, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანომ ერთი კვირის ვადაში მთავრობის ხელმძღვანელი ისევ ვერ აირჩია, პარლამენტი დაიშალა და ვადამდელი არჩევნები ოფიციალურად დაინიშნა.