სომხეთმა აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის საჰაერო სივრცე გახსნა

სომხეთმა აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის საჰაერო სივრცე გახსნა. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია სომხეთის საჰაერო სივრცის ფარგლებში აზერბაიჯანისა და თურქეთის სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის აღდგენაზე.

Avia.pro-ს ცნობით, სომხეთის მიერ საჰაერო სივრცის გახსნის შემდეგ, Turkish Airlines-ის პირველი სამგზავრო რეისი ბაქოდან სომხეთის გავლით სტამბოლში ჩავიდა.