სომხეთს თურქული საქონლის გაყიდვის მთლიანად აკრძალვა სურს

სომხეთის მთავრობა აპირებს, გააგრძელოს თურქეთიდან ქვეყანაში საქონლის შემოტანის აკრძალვა, ასევე საერთოდ აკრძალოს მათი გაყიდვა. ამის შესახებ ბრიფინგზე სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვაჰან ქერობიანმა განაცხადა.

”ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ თურქული საქონლის ქვეყანაში შემოტანის და მისი რეალიზაციის აკრძალვის მოქმედების ვადა, რადგან სხვადასხვა შემოვლითი გზით მათი იმპორტი და გაყიდვა მაინც ხდება”, - განაცხადა მან.

ამასთან, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს არ დაუკონკრეტებია, როდის მოხდება ეს.