სომხეთში 24 საათში COVID-19-ით 104 ადამიანი დაინფიცირდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 104 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 34 981-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 650 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 9 გასული დღე-ღამის განმავლობაში.

23 502 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 620 პირი კვლავ მკურნალობას გადის. ქვეყანაში კორონავირუსზე სულ 147 108 ტესტი ჩატარდა.