სომხეთში 24 საათში COVID-19-ით 577 ადამიანი დაინფიცირდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 577 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 31 969-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 565 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 9 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 177 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

19 633 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კორონავირუსზე სულ 134 989 ტესტი ჩატარდა.