სომხეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 195 ადამიანი დაინფიცირდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 195 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 13 325-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე 211 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 11 გასული დღე-ღამის განმავლობაში. კოვიდინფიცირებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა დაავადებებით გარდაიცვალნენ 72-ს შეადგენს. 4099 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამჟამად 8943 პაციენტი კლინიკაში მკურნალობს. ქვეყანაში ტესტირება ამ დროისთვის 70 000 ადამიანს ჩაუტარდა.