სომხეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 330 ადამიანი დაინფიცირდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 330 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 28 936-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 491 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 7 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 159 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

16 302 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კორონავირუსზე სულ 123 815 ტესტი ჩატარდა.