სომხეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 349 ადამიანი დაინფიცირდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 349 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 29 285-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 503 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 12 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 164 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

16 907 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კორონავირუსზე სულ 125 088 ტესტი ჩატარდა.