სომხეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 535 ადამიანი დაინფიცირდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 535 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 29 820-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 521 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 18 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 164 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

17 427 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კორონავირუსზე სულ 127 171 ტესტი ჩატარდა.