სომხეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 706 ადამიანი დაინფიცირდა

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 706 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 28 606-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 484 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 7 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 158 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

16 140 პაციენტი გამოჯანმრთელდა.  ქვეყანაში კორონავირუსზე სულ 122 682 ტესტი ჩატარდა.