სომხეთში COVID-19-ის 1 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 033 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 210 518-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 3 944 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 25 გასული დღე-ღამის განმავლობაში.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 190 271 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 316 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 946 642 ტესტია ჩატარებული.