სომხეთში COVID-19-ის 1 075 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 075 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 205 128-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 3 794 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 19 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 957 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 184 243 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 134 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 915 473 ტესტია ჩატარებული.