სომხეთში COVID-19-ის 109 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 109 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 344 649-ს მიაღწია. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 7 965 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 15 გასული დღე-ღამის განმავლობაში ამას გარდა, გარდაცვლილია 1 500 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 331 027 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 157 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 2 546 866 ტესტია ჩატარებული.