სომხეთში COVID-19-ის 135 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 135 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 344 261-ს მიაღწია. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 7 939 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 3 გასული დღე-ღამის განმავლობაში ამას გარდა, გარდაცვლილია 1 495 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 329 983 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4843 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 2 522 916 ტესტია ჩატარებული.