სომხეთში COVID-19-ის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 187 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 227 298-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 4559 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 1 გასული დღე ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 1111 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება. 

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 218 242 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3386 ამ დრომდე მკურნალობს.