სომხეთში COVID-19-ის 2 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 2 374 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 97 150-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 1 448 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 35 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 389 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 58 811 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 36 502 კვლავ მკურნალობას გადის.