სომხეთში COVID-19-ის 250 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 250 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 228 632-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 4 584 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 5 გასული დღე ღამის განმავლობაში. 

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 218 958 პაციენტი გამოჯანმრთელდა.