სომხეთში COVID-19-ის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 298 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 208 818-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 3 895 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 17 გასული დღე-ღამის განმავლობაში.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 189 017 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 924 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 937 603 ტესტია ჩატარებული.