სომხეთში COVID-19-ის 342 ახალი შეთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 342 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 253 942-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 14 ადამიანი, ჯამში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე პანდემიას 5 143 პირი ემსხვერპლა.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 236 578 პაციენტი გამოჯანმრთელდა.