სომხეთში COVID-19-ის 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 410 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 213 288-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 4 018 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 17 გასული დღე-ღამის განმავლობაში. 

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 194 080 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 190 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 963 225 ტესტია ჩატარებული.