სომხეთში Covid 19-ის 507 ახალი შეთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 507 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 253 600-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 14 ადამიანი.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 236 088 პაციენტი გამოჯანმრთელდა.